FREE-DOWNLOADING
^
"გაღმა ნაპირი" არის ფილმი, რომელიც მაყურებელს ტყვარჩელელი ბიჭის ცხოვრებაზე მოუთხრობს. მოქმედება 1998-1999 წლებში მიმდინარეობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ლუკა, მამის სანახავად აფხაზეთში დაბრუნებას გადაწყვეტს. ცხოვრება მას მრავალ წინააღმდეგობას მოუმზადებს, ხოლო სამოქალაქო ომი კი მას ყველა ოცნებას უკლავს. პატარა ლუკა ოცნებობს თავის თავში დაიბრუნოს იმედი და რწმენა.
აღწერა:ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილია. რეჟისორი ამ ფილმზე სამ წელზე მეტხანს მუშაობდა. "გაღმა ნაპირი" შემოქმედებითმა ჯგუფმა 2008 წელს გადაიღო. ეს არის 90 წუთიანი მხატვრული ფილმი. სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძეა, მხატვარი - მერაბ ჯოხაძე, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი. ფილმში მთავარ როლს 11 წლის თედო ბექაური ასრულებს. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ გალობა გამბარია, ნიკა ალაჯაევი, თამარ მესხი, ბერდია ინწკირველი, ლერი ზარდიაშვილი, ლია აბულაძე, სოფიო გვრიტიშვილი და სხვები. გალობა გამბარია და თამარ მესხი რეჟისორმა უპატრონო ბავშვთა სახლებიდან აიყვანა. ლია აბულაძე, ბერდია ინწკირველი და ლერი ზარდიაშვილი ბათუმის თეატრის მსახიობები არიან.
ფილმმა ფესტივალის უმაღლესი ჯილდო "ოქროს ალამბრა" დაიმსახურა, რომელსაც ახლავს ფულადი ჯილდო 50 000 ევროს ოდენობით.
თუმცა ამ კინოფესტივალამდე "გაღმა ნაპირი" სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო წარდგენილი საკონკურსო პროგრამებში, სადაც ასევე არაერთი მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდოები დაიმსახურა.
ფილმი ასევე მონაწილეობას იღებდა წლევანდელი ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალში, სადაც ამ ფილმის სპეციალური ჩვენება მოეწყო დისტრიბუტორებისა და ყიდვა-გაყიდვის აგენტებისთვის. ამ ფილმმა ასევე მონაწილეობა მიიღო ბერლინალეს ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში, სადაც "მინის დათვის მოპოვების" შანსიც ჰქონდა. ეს პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის არის დაწესებული.
შინაარსი:
12 წლის თედო ლტოლვილია, იგი დედასთან ერთად ერთ პატარა, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხში ცხოვრობს. დედამისი–ქეთო,ჯიხურის გამყიდველად მუშაობს, თედო კი ვულკანიზატორის მოწაფეა. ბიჭის მამამ ომის დროს, ავადმყოფობის გამო, ცოლშვილთან ერთად აფხაზეთიდან გამოქცევა ვერ მოახერხა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ცოცხალია და ტყვარჩელში ცხოვრობს. ერთ დღეს, დედასთან სამსახურში მისული თედო აღმოაჩენს, რომ ქეთო ჯიხურში, ვიღაც უცხო კაცებთან, არაყს სვამს. ბიჭი გადაწყვეტს ფული იშოვოს, რათა დედამ სამსახურში სიარულს თავი დაანებოს. თედოს მეგობარი წუპაკა, უსახლკაროა და ობოლი. მისი მშობლები ომში დახოცილან. წუპაკა კრიმინალურ ცხოვრებას ეწევა და თან თავისუფალ დროს ტოქსიკური წებოს ყნოსვაში ატარებს, რის გამოც ჰალუცინაციებში „აფრიკაში მოგზაურობს". თედო წუპაკასთან ერთად საკმაოდ სარისკო ოპერაციაზე მიდის და შოულობს ფულს, რომელსაც დედას აძლევს და თან კატეგორიულად სთხოვს, ჯიხურში მუშაობას თავი დაანებოს. მორიგი ოპერაციის დროს წუპაკას აპატიმრებენ. ამას ისიც ემატება, რომ საფრთხეს თავდაღწეული, შინ დაბრუნებული ბიჭი ქოხში დედას საყვარელთან ერთად შეუსწრებს. თავზარდაცემული და გულგატეხილი თედო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საშინელ ამბებს ყვებიან თუ როგორ ექცევიან აფხაზები ქართველებს, გადაწყვეტს ტყვარჩელში წავიდეს მამის მოსაძებნად, რათა ქალაქში ჩამოიყვანოს და ამით მაინც უშველოს დედას. ფილმის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ მგზავრობას ეთმობა. თედო გზაში უამრავ საფრთხეს გადაეყრება: იგი შეხვდება ვაგონის გულქვა გამცილებელს, რომელიც უბილეთო ბიჭს დაძრული მატარებლიდან ძირს ჩააგდებს; დაემგზავრება მანქანის გამტაცებლებს, რომლებიც გზაში პატარა, სოფლელ გოგოს გაუპატიურებას დაუპირებენ და როცა თედო მის გადარჩენას შეეცდება, საშინლად სცემენ. შეხვდება კეთილ, გულისხმიერ ადამიანებსაც: მეგრელ ბიჭ ჯანგულს, რომელიც სამართლიანობისათვის ბრძოლას შეეწირება; გალელ დედაბერს, ბიჭს მფარველ ანგელოზად რომ მოევლინება; მიკროავტობუსის მძღოლ გივი წვინარიას, რომელიც ოჩამჩირეში უფასოდ ჩაიყვანს და ღამის გასათევად ერთ ოჯახში დააბინავებს. თედოს მასპინძლებს, ზიტას და დაურს, ერთადერთი შვილი ქართველებთან ომის დროს დაღუპვიათ, მაგრამ მიუხედავად ამ საშინელი ტკივილისა, შესინებულ ბიჭს მაინც კეთილ მასპინძლობას გაუწევენ და მეორე დღეს ტყვარჩელში გაისტუმრებენ. ძველი, დანჯღრეული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ქართველების წინააღმდეგ ნაომარი, შუახანს მიტანებული კაცი, როცა შეიტყობს, რომ თედო ქართველი ყოფილა, ბიჭს მანქანიდან ჩამოაგდებს და შუა გზაზე მიატოვებს. მშობლიურ ქალაქში ჩასული თედო აღმოაჩენს, რომ მათი სახლი მთლიანად გაპარტახებულა, მამას ცოლად აფხაზი ქალი შეურთავს, მისგან ორი ქალიშვილი შესძენია და ახალ ოჯახთან ერთად სადღაც გადაკარგულა...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: გაღმა ნაპირი
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: სათავგადასავლო
რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
პროდიუსერები: გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი
როლებში: თედო ბექაური (თედო), გალობა გამბარია (წუპაკი), ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა), თამარ მესხი (მარიამი), ჯანო იზორია (იანგული), ელია აბულაძე (ზიტა), არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი), თემო გოგინავა (დაბალი), ბერდია ინწკირველი (დაური), ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი), ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო)
საუნდტრეკის გადმოწერა